რუსმა ბიზნესმენმა და პუტინთან დაახლოებულმა პირმა, ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ ინტერნეტ-კვლევების სააგენტო შექმნა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ე.წ. ტროლების ქარხანა. ამის შესახებ პრიგოჟინმა Der Spiegel-ის კითხვების პასუხად განაცხადა. მისი კომენტარი პრესსამსახურმა გაავრცელა.
"არასდროს ვყოფილვარ ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს უბრალოდ დამფინანსებელი. მე მოვიფიქრე, შევქმენი ის და მას დიდი ხნის განმავლობაში ვმართავდი", - თქვა პროგოჟინმა კითხვაზე, აფინანსებდა თუ არა ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს.
მისივე განცხადებით, მან "ტროლების ქარხანა" შექმნა, რათა "დასავლეთის მხრიდან ანტირუსული პროპაგანდის თეზისებისგან" რუსული საინფორმაციო სივრცე დაეცვა.
აშშ-ს ხელისუფლებამ 2018 წელს "ტროლების ქარხანა" 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და რომ მას ევგენი პრიგოჟინი მართავდა. მაშინ ბიზნესმენის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის "ტროლების ქარხანასთან" არანაირ კავშირშია.